როცა დედა ბევრს მუშაობს და იშვიათადაა სახლში, ბავშვი შეიძლება ჭირვეული გახდეს. ან სთხოვოს, რომ დედამ მეტი დრო გაატაროს მის გვერდით. თუ როგორ უნდა დაველაპარაკოთ ბავშვს სწორად, ფსიქოლოგი გვპასუხობს.
სანამ ბავშვს უპასუხებთ, ჰკითხეთ მას, რაზე ოცნებობს, ან რა სურს, დედასთან ერთად რომ გააკეთოს. 5 წლის ბავშვი შეიძლება განიცდიდეს, რომ ყველას დედა აკითხავს საბავშვო ბაღში, მას კი ძიძა. დააკვირდით მის პასუხს, რა აკლია მას თქვენთთან ურთიერთობაში. ხშირად ერთად გატარებული საათები კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ, ის, რასაც ერთად აკეთებთ. დედა აუცილებლად უნდა იყოს მის გვერდით, როცა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები დგება.
შეიძლება ასეთი საუბარი წარმართოთ შვილთან: აუხსენით, რომ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით. ან დაელაპარაკეთ საერთო გეგმებზე და გაარკვიეთ, რისი გაკეთება არ სურს უთქვენოდ.
ზოგიერთი ქალი იმიტომ მუშაობს, რომ არ უნდა დაემსგავსოს საკუთარ დედას, რომელიც სახლში იჯდა და არ ვითარებოდა, ვერაფერს მიაღწია. როცა საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხებთ, ბავშვსაც მშვიდად აუხსნით. მთავარია, გულწრფელობა.
კომენტარები: