Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

“ვირუსი იცვლის “ფორმას” და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა… უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა”

ChicBebe ავტორი: ChicBebe
სექტემბერი 3, 2019
კატეგორია: ჯანმრთელობა
"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა... უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა"
32
გაზიარება
130
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია, რომელიც ერთხელ შიკ ბებეს ეგიდით მშობლებსაც შეხვდა სხვადასხვა საინტერესო საკითხები 2 საათიანი ლექციით ჩაიარა, “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გრიპის მოახლოებულ სეზონზე წერს და მოსახლეობას შესაძლო საფრთხეებს

 ახსენებს.

“გრი­პის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა და წინა წლე­ბის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩემი სა­კუ­თა­რი სტა­ტის­ტი­კი­დან, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს, მერე პოს­ტფაქ­ტუმ რომ არ მო­მი­წი­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ახ­სნა.

– სამ­წუ­ხა­როდ, გრი­პით კვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის ასე იყო ყვე­ლა სე­ზონ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან წინა სე­ზონ­ზე მოკ­ვდა 10 ადა­მი­ა­ნი გრი­პით, დო­მი­ნან­ტი ვირუ­სი იყო H1N1. აშშ-ი მოკ­ვდა 80 000 ადა­მი­ა­ნი. ამ სე­ზონ­ზეც იქ­ნე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა და ამ რე­ა­ლო­ბას სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე თუ გა­ვი­თა­ვი­სებთ არის უკე­თე­სი ჩვენ­თვის;

ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დე­ბი გრი­პის ვირუ­სის მი­მართ არი­ან ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი;

– ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თავ­დაც­ვა გრი­პის ვირუ­სის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს უნდა ჩა­ვი­ტა­როთ, რად­გან ვირუ­სი იც­ვლის “ფორ­მას” და ყო­ველ წელს ხდე­ბა სა­ჭი­რო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ია. ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს მე­დი­ცი­ნას, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ვაქ­ცი­ნა­ზე და იმე­დია, მალე მი­აგ­ნე­ბენ მა­გის გა­სა­ღებ­საც;

– ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც, ორ­სუ­ლე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც;

არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი არ არის სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, უბ­რა­ლოდ მი­დი­ხართ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­ში და ექი­მი გა­გე­სა­უბ­რე­ბათ;
რო­დის უნდა გა­კეთ­დეს და რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­საც ად­გილ­ზე უკეთ აგიხ­სნით ექი­მი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას;

არ მო­გე­რი­დოთ შე­კი­თხვე­ბის დას­მა კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­გაც­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ (არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით ვი­ზი­ტი­სას);
– ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი დრო, რათა გა­მო­მუ­შავ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად ჯო­ბია, გა­ვი­კე­თოთ გრი­პის სე­ზო­ნის მოს­ვლამ­დე ანუ რო­გორც კი შე­მო­ვა ახა­ლი ვაქ­ცი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე. ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ ვი­ღაც მოკ­ვდა გრი­პით, ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე;

– ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია (რო­დის შე­მო­ვა, რა ღირს, რო­მელ კლი­ნი­კა­შია და ა.შ.) შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ ან ად­გი­ლობ­რი­ვად თქვენ უახ­ლო­ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ან დარ­ე­კოთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე – 1505 ;

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გრიპ­ზე უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა წელ­საც. რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის და რო­დის და­ი­წყე­ბა ეს აქ­ცია, და­ი­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ გვერ­დზე და ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე;

მე და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი, ეკას ორ­სუ­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყო­ველ წელს ვიც­რე­ბით;

ვაქ­ცი­ნა (რო­გორც ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში) არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და აქვს მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია;

უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის არც ნი­ღა­ბის და ზო­გა­დად ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა ყვე­ლა­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რია გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის­თვის;

ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად სხვა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ის რომ, ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად, ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ ხში­რად, მო­ვე­რი­დოთ რო­გორც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, ისე და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თან­თან კონ­ტაქტს;

  1. აც­რით გრი­პი არ და­გე­მარ­თე­ბათ;
  2. გრიპს არ შვე­ლის “პერ­ცოვ­კის არა­ყი”;
  3. არც ჭაჭა;
  4. არც ცხვი­რის ნეს­ტო­ში გაფრ­ცქვნი­ლი ნი­ო­რის ჩა­დე­ბა;
  5. არც ბა­ო­ბაბ­ლა­ი­ფი, არც რე­ზერ­ვი და არც იმუ­ნო­რი­ცი და ზო­გა­დად არც ერთი(!) ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ყარ­ტალ­ყურ­ტა­ლა ფხვნი­ლე­ბი რო­მე­ლიც ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გით იყი­დე­ბა;
  6. მა­ღა­ლი დო­ზე­ბით c ვი­ტა­მი­ნი იმუ­ნი­ტეტს არ “ამაღ­ლებს”, მი­თია;
  7. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის შან­სებს 50%-თ შე­ამ­ცი­რებთ თუ არა, ეგ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!” – წერს არ­ჩილ მარ­შა­ნია.

Share27Pin1Send

Related Posts

არდის დაზღვეულებისთვის შიკ ბებეს წამყვან მაღაზიებში სპეციალური აქცია ამოქმედდა
საბავშვო პროდუქცია

არდის დაზღვეულებისთვის შიკ ბებეს წამყვან მაღაზიებში სპეციალური აქცია ამოქმედდა

ნოემბერი 20, 2019
უჭკვიანესმა პატარა ბლოგერმა ნიაკო ნოზაძემ CAM ში ყველაფერი საკუთარ შვილზე დატესტა...
საბავშვო პროდუქცია

უჭკვიანესმა პატარა ბლოგერმა ნიაკო ნოზაძემ CAM ში ყველაფერი საკუთარ შვილზე დატესტა…

ნოემბერი 7, 2019
`
ჯანმრთელობა

იხილეთ ბავშვის უსაფრთხოებაზე, იტალიის წითელი ჯვრის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება…

ოქტომბერი 30, 2019
შემდეგი სტატია
"შენ ჩემი გული მოიტაცე! მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად" - კახი კალაძის უმცროსი ვაჟი 1 წლის გახდა

"შენ ჩემი გული მოიტაცე! მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად" - კახი კალაძის უმცროსი ვაჟი 1 წლის გახდა

კომენტარები:

TOP სიახლეები

"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა... უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა"
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა... უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა"
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login