Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

უცნაური სიზმრები და მათი ახსნა

ChicBebe ავტორი: ChicBebe
ოქტომბერი 9, 2018
კატეგორია: ორსულობა
უცნაური სიზმრები და მათი ახსნა
180
გაზიარება
2.4k
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

თუ ორსულად ხართ და  ხშირად მშობიარობა ან კოშმარები გესიზმრებათ, ნუ შეგეშინდება, რადგან შენ მარტო არ ხარ — ორსულობის პერიოდში უცნაურ სიზმრებს თითქმის ყველა ქალი უჩივის და ეს საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე). ამის მიზეზი, როგორც წესი, ხშირად ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული გაღიზიანება ხდება ხოლმე.

ორსულის სიზმრები ძალიან ცოცხალია, ზოგჯერ საკმაოდ ემოციურიც. ასეთ დროს, სასურველია განცდები ღიად გაუზიარო პარტნიორს, მეგობარს, ოჯახის წევრს ან გინეკოლოგის ასისტენტს. შენსავე სიზმრებზე ხმამაღლა საუბარი შვებას მოგგვრის, მომდევნო პერიოდში მათ კონტროლსაც ისწავლი და თანაც, გინეკოლოგი დაგარწმუნებს, რომ ამის შესახებ ნერვიულობა არ ღირს. ორსულებისთვის დამახასიათებელი ყველა სიზმრის აღწერა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე ძალიან გავრცელებული ხილვის შესახებ ვისაუბრებთ.

პირველი ორსულობისას, შეიძლება ხშირად გესიზმროს, რომ მშობიარობ და უკვე გაზრდილ ბავშვს ან ჩამოყალიბებულ ადამიანს აჩენ. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეცნობიერი ღელავს, როგორ მოუვლის უმწეო ჩვილს, გაზრდილ ბავშვშში კი ნკლებ საფრთხეს ხედავს. ასევე, შესაძლებელია, შინაგანად იმის შესახებაც ნერვიულობ, მშობიარობის შემდგომ სამსახურს და ჩვეულ რეჟიმს როდის დაუბრუნდები ან გექნება თუ არა საკმარისი დრო, შენ პატარას ყურადღება რომ არ მოაკლო.

ასევე, მშობიარობის შიში ისეთ სიზმარსაც იწვევს, თითქოს შენი ბავშვი უეცრად არსაიდან გაჩდა.

ორსულ ქალებს, ასევე, ხშირად შენობებიც ესიზმრებათ — უბრალო ოთახებით დაწყებული, უზარმაზარი ცათამბჯენებით დამთავრებული. ეს შენობები, შესაძლოა, ქარხნები ან გემთსაშენები იყოს. თუ გაიაზრებ, რომ იგივე პროცესები შენსავე სხეულში მიმიდნარეობს, სადაც ბავშვი ფორმირების ეტაპებს გადის, იმის მიხვედრაც ადვილია, რომ თვეების მატებასთან ერთად, სიზმარში დიდ შენობებს კიდევ უფრო ხშირად ნახავ.

მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, რა გესიზმრება, მთავარია შენი სიზმრები პარტნიორს გაუზიარო: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალის ორსულობის დროს, პარტნიორი მამაკაციც უცნაურ სიზმრების ხედავს.

Share80Pin15Send

Related Posts

ორსული კირა ნაითლის ექსკლუზიური ფოტოები ლონდონიდან, რომლებსაც Daily Mail ავრცელებს!
ორსულობა

ორსული კირა ნაითლის ექსკლუზიური ფოტოები ლონდონიდან, რომლებსაც Daily Mail ავრცელებს!

აგვისტო 20, 2019
უცნაური სიზმრები და მათი ახსნა
ორსულობა

ახალგაზრდა ორსულს, ბავშვისთვის პირველი საჩუქარი cam-მა გადასცა… გაიცანით, იკა ნათიას გათამაშების ერთ-ერთი იღბლიანი წყვილი

ივნისი 17, 2019
TUC TUC-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექციაში ჩვილების ხაზი განსაკუთრებულია...
ახალშობილები

TUC TUC-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექციაში ჩვილების ხაზი განსაკუთრებულია…

ივნისი 14, 2019
შემდეგი სტატია
გიორგი მახარაშვილი და ლეკა მიქაძე– "ვცდილობთ თითოეული ეტაპი დასამახსოვრებელი იყოს"...

გიორგი მახარაშვილი და ლეკა მიქაძე– "ვცდილობთ თითოეული ეტაპი დასამახსოვრებელი იყოს"...

კომენტარები:

TOP სიახლეები

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
უცნაური სიზმრები და მათი ახსნა
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
უცნაური სიზმრები და მათი ახსნა
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login