Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

“თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს” შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..

ChicBebe ავტორი: ChicBebe
თებერვალი 28, 2019
კატეგორია: გართობა
"თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს" შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..
33
გაზიარება
463
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

შიკ ბებემ დედის დღესთან დაკავშირებით კონკურსი დაიწყო.
კონკურსის ფარგლებში, პოსტის კომენტარში უნდა მიწეროთ დედაზე რაიმე, ორიგინალური, გულწრფელი, საინტერესო. გამოაგზავნოთ ფოტო, თქვენი ან შვილ(ებ)თან ერთად. გამარჯვებულებისთვის საჩუქრად ბრიტანული მსოფლიო ბრენდი – დელფი კოსმეტიკის ვაუჩერები და კოსმეტიკა გახლავთ.
კონკურსი მოქმედებს ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისთვის. მთავარია გულით მიუძღვნათ..

ქეთო სიხარულიძის წერილი დედას:

მათემატიკაში არასდროს ვბრწყინავდი,ამიტომ თუ სკოლაში ახალ მასალას ვერ გავიგებდი (და რა თქმა უნდა მასწავლებელთან კითხვის დასხმა აუცილებლად მრცხვენოდა), გულში მაშინვე მომიღუტუნებდა იმედიანი ფიქრი: დედიკო ამიხსნის…
თუ წავიქცეოდი და შემთხვევით, რამეს გავხევდი, გავიფიქრებდი,- დედიკო ისე გააკეთებს, არ დაეტყობა ან დედიკო ახალს შემიკერავს, უფრო უკეთესს. 
თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს.
დედიკო იყო ჯადოსნური სიტყვა ყველა გაჭირვებაზე, დარდზე, თანადგომაზე, საპასუხო რეაქციაზე, სიყვარულზე, უსიამოვნებაზე განტოლების ამოხსნაზე, ხაზვის დავალების შესრულებაზე… მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად მზრდიდა, ვიცოდი, სადმე შუქი თუ ჩაქრებოდა, დედიკო გამოჩნდებოდა და მისი შუქი ყველაფერს მზესავით გაანათებდა
რა ჯადოსნურია რომ ერთ მიწიერ ადამიანს ერთდროულად ამდენი სასწაულის ჩადენა თავისთავად შეუძლია, ამდენჯერ შეუძლია შენ გვერდით იყოს, ამდენჯერ განუგეშოს, დაგატკბოს, დაგათბოს და თან ჩუმად, უთქმელად, დაუყვედრებლად, გაუხსენებლად, უანგაროდ.
შეუძლია, შუაღამემდე იჯდეს და ლამაზი თეთრეული შეგიკეროს, თბილი წინდები მოგიქსოვოს, გემრიელი წვნიანი გაგიკეთოს, შენთვის არაფერი დაეზაროს, რამე რომ გეტკინება-მოგეფეროს, თუ საწოლზე ტანსაცმლით ჩაგეძინება, გადაგაფაროს და ჩურჩულით გკითხოს,- ხო არ შეგცივდა, დღეში ათასჯერ დაგირეკოს, ყველაფერი აწონ-დაწონოს და მშვიდი ხმით გითხრას,- ასე ჯობია, დე…
რამდენი რამე დამაკლდებოდა, ბავშვობაში სკოლაში რომ არ მოეკითხა და თავიდანვე მარტოობისთვის გავეწირე, უსამართლობას რომ იგრძნობდა, ხმალამოღებულს არ დავეცავი, კონცერტებზე მეც რომ დანარჩენი ბავშვებივით სხვებისგან ნანათხოვარი კაბებით გამოვეყვანე da ყველაფერი თავისი ხელით არ შეეკერა,ცხოვრება ჩვეულებრივ დინებას გაჰყოლოდა, როგორც სხვებთან.
რას გავიხსენებდი? რა მომენატრებოდა? რა ამატირებდა? 
ჩვეულებრივი ცხოვრება იქნებოდა, ამ ჯადოსნური სიტყვების გარეშე:- დედიკოს ეცოდინება, დედიკო ამიხსნის, დედიკო შემიკერავს, დედიკო მომეფერება, დედიკო დამიცავს…
მადლობა, დედა.
მადლობა, რომ შორიახლოს კი არ იდექი და მაკვირდებოდი, როგორ გავიკვლევდი გზას, ფეხდაფეხ მომყვებოდი, რომ ყველაფერი თავად მესწავლა, შევგუებოდი, მუხლებიც გადამეყვლიფა, ცრემლიც წამსკდომოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ნათურასავით ეციმციმა შენი არსებობის იმედს, რომ ჩემთან ხარ ან ყოველთვის მაშინვე გაჩნდები, როცა დამჭირდები…
უბრალოდ, ერთი სიცოცხლე მართლა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ შენგან ბევრი კილომეტრით შორს გავატარო…

Share14Pin3Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
"თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს" შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..
ბრენდები

Winter Fair 2019

დეკემბერი 1, 2019
29 ნოემბერი - გრანდიოზული შენაძენების დღე!
გართობა

29 ნოემბერი – გრანდიოზული შენაძენების დღე!

ნოემბერი 29, 2019
შემდეგი სტატია
"ვამაყობ რომ საამაყო დედის შვილი ვარ და უპირობოდ ვიქნები ჩემი შვილის საამაყო დედა"შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..

"ვამაყობ რომ საამაყო დედის შვილი ვარ და უპირობოდ ვიქნები ჩემი შვილის საამაყო დედა"შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..

კომენტარები:

TOP სიახლეები

"თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს" შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
"თუ ვინმე მაწყენინებდა ან გულს მატკენდა, ცრემლებმორეული ჩავილაპარაკებდი, ამაზე დედიკო გიპასუხებს" შიკ ბებეს 3 მარტის კონკურსის გზავნილი..
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login