ისწავლეთ ყოველთვის არ იყოთ ხუთოსანი, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული.
მიეცით თავს უფლება, დაისვენოთ და იყოთ ის, რაც ხართ. ბავშვსაც რომელიც 6 წლამდე ასაკისაა,მივცეთ უფლება შეეშალოს.
ემსახუროს არა მოთხოვნებსა და ნორმებს, არამედ თავის შთაგონებას და ტალანტს, შინაგან ძახილს, ბუნებრივ მოწოდებას.
ვასწავლოთ, რომ არ იყოს არავინ, საკუთარი თავის გარდა. „ ხუთოსნის”როლი რთულია.
არ ასწავლოთ იყოს გენიოსი. არ დააჩქაროთ, არ ასწავლოთ ხუთი ენა. დააკვირდით, როგორ უყურებს თაროზე შემოლაგებულ წიგნებს, ჯერ დაბლიდან მაღლა, მერე ფეხისწვერებით წამოწეული, მოვა დრო და თავად მიწვდება თაროს, არ დაეხმაროთ ჩამოღებაში. მთავარია, რომ თაროები ჰქონდეს. თავად მიწვდება.
ბავშვებს არ სჭირდებათ თავისუფლების სწავლა, რადგან ეს მათი ბიოლოგიური მდგომარეობაა.
კომენტარები: