Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

“შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ” ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს..

ChicBebe ავტორი: ChicBebe
მარტი 28, 2019
კატეგორია: საბავშვო პროდუქცია, ცნობილები
"შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ" ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს..
115
გაზიარება
1.6k
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. ნათია ფანჯიკიძის გამოსვლა თუ ბლოგები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, სწორედ ამიტომ ნებისმიერ შოუში ძალიან სასურველი სტუმარია და მისი მოსმენა ერთგვარი მასტერკლასია. 

“მშობელი შვილს არ უნდა უჩლექდეს ენას. ბავშვის დასმულ ყველა კითხვას, ნებისმიერ ასაკში უნდა უპასუხოთ სრული პასუხისმგებლობით, ცხადია, მისი ასაკის შესაბამისი გამარტივებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთოთ ბავშვი უქმე დღეებსა და არდადეგებზე სწავლით. თქვენ რომ შვებულებაში სამუშაო გაგატანონ, ხომ დიდი უსამართლობა იქნება? სასწავლო დღეებშიც ბავშვს უნდა დარჩეს ერთი ან ორი საათი მაინც სათამაშოდ. უფრო დიდ ბავშვს, ფიქრისთვის და გართობისთვის. თამაში – თამაში არ გეგონოთ, თამაში ყველაზე სერიოზული საქმიანობაა. თამაშისას ნეირონები ვითარდება. სწავლის პასუხისმგებლობა უნდა გადაიტანოთ ბავშვზე, მას თუ სურს ღამე გაათიოს, “არასწორ დროს იმეცადინოს”, მთავარია იცოდეს, რომ რა დროსაც არ უნდა დაიძინოს, დილას ადგომა მოუწევს, რადგან საქმე აქვს. საქმე კი მთავარია. რეჟიმის მის ხელში მოხვედრა ბავშვს შეუქმნის განცდას, რომ მას არაფერს აძალებენ, ეს უბრალოდ მისივე სურვილით აღებული ვალდებულებაა.

შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ, ზოგიერთის გამო ბოდიშიც მომიხდია შვილებისთვის, რადგან გვიან, უფრო დიდ ასაკში გამიცნობიერებია, რომ როგორც ახალგაზრდა დედას, რაღაცები შემშლია.
შვილებთან ისე ვსაუბრობ, როგორც დედა-შვილი, რადგან ჩვენ ვართ დედა-შვილი. მეგობარი მათ ბევრი ჰყავთ, დედა ერთი, მაგრამ დედა-შვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში. დედა ნიშნავს აბსოლუტურ მხარდაჭერას, სრულ მზადყოფნას – გაუწიოს შვილს ნებისმიერი დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპზე ესაჭიროება.

მიღწევად ვთვლი იმას, რომ ჩემს შვილებს სიკეთე აქვთ გულში, ძალიან კარგი ადამიანები არიან, არ ტანჯავთ სიხარბე, შური, მატყუარობა, დაბოღმილობა ანუ  ადამიანის სულის “მატლები”, რომელიც ღრღნის პიროვნებას. პირიქით, სულ პირიქით, მათი ადამიანური თვისებებით ვამაყობ.  მაქსიმუმი ყველა სახის სიყვარულში და მათ შორის მშობლის სიყვარულშიც არის ის, მისცე ადამიანს უფლება, იყოს საკუთარი თავი.”

Share47Pin10Send

Related Posts

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.
ბრენდები

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.

მარტი 9, 2020
რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
ახალშობილები

სეზონური ლიკვიდაცია ,,შიკ ბებე”ში დაიწყო

თებერვალი 19, 2020
შემდეგი სტატია
რისთვის ანახლებს ნუკი კოშკელიშვილი ოლივერის გარდერობს..

"ეჰჰჰ 10 კილო ჯანდაბას, ადრე თუ გვიან წავა. აი წლებს რა ვუყოთ?!" ნუკი კოშკელიშვილი

კომენტარები:

TOP სიახლეები

"შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ" ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს..
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
"შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ" ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს..
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login