ეზოთერიკული თეორიის მიხედვით, სული თავად ირჩევს რომელ ოჯახში მოევლინოს ქვეყნიერებას და ეს არჩევანი ყოველთვის გაცნობიერებულია. მას კონკრეტული მისია აქვს – მშობლებს უნდა ,,აუხსნას“ რაღაც, რაღაცის გაცნობიერებაში უნდა დაეხმაროს. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, თითქოს დიდები ასწავლიდნენ რამეს პატარებს, ეზოთერიკულად ეს სხვაგვარად ხდება – პირიქით, შვილები ასწავლიან მშობლებს. შვილები მშობლების კარმაა.
ისინი ხანდახან ძალიან რთულ პროგრამას ირჩევენ – მაგალითად, ავადმყოფებად იბადებიან. ეს, რა თქმა უნდა, სასჯელზე მეტად გაკვეთილია, რომლისთვისაც ისინი გვესტუმრნენ, თუმცა ამის გაცნობიერება ბევრს ძალიან უჭირს. ეს ყველაზე მძიმე გაკვეთილია.
16 წლამდე მოზარდის ნებისმიერი ავადმყოფობის, ქცევის, ქმედების მეშვეობით ჩვენთან თავად ცხოვრება ლაპარაკობს. ბიჭები დედაზე ,,მუშაობენ“, გოგონები – მამაზე.
მენტალური მიზეზის ფიზიკურ გამოვლინებაზე ჩვენთვის სკოლაში არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ ზედმეტად მატერიალისტები ვართ, ზედმეტად სკეპტიკურები…
ასე არის თუ არა, დავიმახსოვროთ მთავარი წესი: იცხოვრე და გიხაროდეს სიცოცხლე. ეცადე, ნებისმიერი სიტუაცია გააცნობიერო – აი, რა ახდენს სასწაულს. ყველა პრობლემა მენტალურ დონეზე გვარდება. როცა ადამიანს ეცვლება აღქმა, სამყაროც იცვლება მის გარშემო.
არცერთი არ ვართ დავალებული შვილებთან. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის. ამაზე შევთანხმდით.
კომენტარები: