შიკ ბებემ დედის დღის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ნანა ვერმიშიანი ერთ ერთი გამარჯვებული დედაა..რომელმაც საოცრად გულწრფელი ჩანახატი მიუძღვნა დედას.
ნანა ვერმიშიანი-შიოშვილის წერილი შვილს და დედას..
მახსოვს სკოლაში, როცა მასწავლებელი 3 მარტის მისალოც ბარათებს ამზადებინებდა მთელ კლასს, მე და ჩემი ძმა, ჩუმად ვიჯექით ჩვენს მერხზე და ყელში მობჯენილ ცრემლებს, რომელიც გვახრჩობდა, მორცხვად ვყლაპავდით…
მისალოცი ბარათის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, არავინ გვყავდა, რომ გვეჩუქებინა.
წლებია 3მარტს პატარა იის თაიგულით ხელში, მივდივარ და იქ ვულოცავ დედას, სადაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ბინა…
და ამდენი წლის მერე, წელს პირველად მიხარია მეც 3მარტი, როგორც მაშინ ჩემს კლასელებს უხაროდათ…
წელს პირველად მომილოცავს ჩემი გოგო დედის დღეს, თავის პატარა კოტიტა თითებით, მოეფერება დედას და უსიტყვოდ მეტყვის, ყველა იმ ტკბილ სიტყვას, რასაც წლების მერე მისალოც ბარათში ჩამიწერს.
უკვდავია დედა-შვილობა, რაც ჩვენ დაგვაკლდა, ჩვენი შვილების სახით გაგრძელდება სამარადისოდ

კონკურსის ფარგლებში, პოსტის კომენტარში უნდა მიგეწერათ დედაზე რაიმე, ორიგინალური, გულწრფელი, საინტერესო.
კომენტარები: