“თბილი, სასიამოვნო, მყუდრო გარემო, პროფესიონალთა გუნდი, მაღალტექნოლოგიური პროცედურები, თანამედროვე ტექნიკით დაკომპლექტებული ცენტრი ბელნატური”- ქეთი მიქაძე ბელნატურს ესტუმრა.

თბილისის ისნის ფილიალს შიკ ბებეს ბრენდ ამბასადორი ეწვია. რომელსაც კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ესპანური სახლის მომსახურების სასაჩუქრე ბარათი გადაეცა. მას ფილიალში ესთეტიკურ მედიცინაში არსებული უახლესი მეთოდების სრული სპექტრი დახვდა: არასასურველი თმისგან გათავისუფლების ბაზარზე არსებული წამყვანი მეთოდები: ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდური ეპილაცია.

ტატუირების გაუფერულების უახლესი ლაზერული სხივი. ასევე, აქ დაგხვდებათ მსოფლიოში წამყვანი ბრენდ “ერგოლაინის” სოლარიუმი უახლესი ნათურებით. ყველა ფილიალში გამოიყენება “ბელნატურის”უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე და გააჩნია ჰიპოალერგიული მოქმედება.

ასევე ცენტრში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდ დელფის კოსმეტიკა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია BELNATUR დაარსდა ესპანეთში 1979 წელს. დღეისათვის მსოფლიოს 36 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, 2013 წელს მათ რიცხვს საქართველო (თბილისი – 2 ფილიალი, ბათუმი-ორი ფილიალი, ქუთაისი -ორი ფილიალი, სამტრედია- ერთი ფილიალი) შეუერთდა.
კომენტარები: