საახალწლოდ ყველა ვეძებთ ორიგინალური საჩუქრის იდეას. ორსულებისთვის და დედებისთვის არსებობს ორიგინალური და ამავე დროს ემოციური საჩუქრის მოდელიც, რომლითაც ყველა ახალშობილის მშობელი აღფრთოვანებულია, რადგან ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ის ემოციები, რომლის მთავარი მიზეზიც სიყვარული და მისგან წამოსული სიხარულია.
ასეთი ემოციური სასაჩუქრე პროდუქტია Baby art – შექმნილი დაუვიწყარი მომენტების აღსაბეჭდად. მაშინ როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში ბრუნდება, რა უნდა იყოს იმაზე მეტად სამახსოვრო თუ არა პოლიმერული თიხისგან შექმნილი სუვენირი. რის მეშვეობითაც ჩვილის ფეხის და ხელის ანაბეჭდის შენახვაა შესაძლებელი. Baby art-ს აწარმოებს გლობალური ჰოლანდიური ბრენდი dorel, რომელიც ასევე ისეთი მაღალ ხარისხის საბავშვო პროდუქტების მწარმოებელია როგორიცაა quinny და maxicosi.
კომენტარები: