Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

როგორი ხასიათი აქვთ ორსულობისას ქალებს ზოდიაქოს მიხედვით?

ChicBebe ავტორი: ChicBebe
ოქტომბერი 4, 2018
კატეგორია: ორსულობა
როგორი ხასიათი აქვთ ორსულობისას ქალებს ზოდიაქოს მიხედვით?
40
გაზიარება
427
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

 

ქალები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ სხვადასხვაგვარად აღიქვამენ პოტენციური დედობის პასუხისმგებლობას. ზოგიერთი თუ განსაკუთრებით პრეტენზიული ხდება ფეხმძიმობის ხანაში, სხვა შესაძლებელია პირიქით აქტიური ცხოვრების რეჟიმით ცხოვრობს.  მოდით, გავიგოთ, ვინ როგორი ორსულია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი – აქტიური და მოუსვენარი ქალია. ამიტომ ორსულობა ხელს არ უშლის მას ცხოვრების დინამიკური რიტმის შენარჩუნებაში. ამასთან, ის საკმაოდ ჯიუტია და ხშირად არ ემორჩილება ექიმის რჩევებს.

კურო – ძალიან ამტანი, ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. პატარას დაბადებას მობილიზებული ხვდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. თუმცა, ხშირად ახასიათებს ორსულობის გადადება იმ მოტივით, რომ არ აქვს საკმარისი ფინანსური სტაბილურობა. კუროსთვის აუცილებელია, რომ მის შვილს გარანტირებული, უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.

ტყუპი – ძალზე ხშირად საკუთარი ორსულობა მისთვისვეა სიურპრიზი. ტყუპი ქალების უმრავლესობა იშვიათად გეგმავს წინასწარ ბავშვის გაჩენას, თუმცა თუ ამის ალბათობის წინაშე აღმოჩნდა სიამოვნებით ერთვება მისთვის საინტერესო ამ ექსპერიმენტში და ბავშვური ცნობისმოყვარეობით ადევნებს თვალს საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს მთელი ორსულობის მანძილზე.

კირჩხიბი – მოწოდებით და დაბადებიდან “დედაა”. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ყოველთვის ოცნებობენ შვილის ყოლაზე და შთამომავლობის გაგრძელების თემა მათთვის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია. ორსულობისას კირჩხიბი საშინლად ჭირვეული ხდება და თავს უფრთხილდება შეიძლება ითქვას გადამეტებულადაც კი.

ლომი – ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ ბავშვებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ქალ ლომს შესანიშნავად ესმის ფსიქოლოგიურად პატარების. იგი არაჩვეულებრივი დედა იქნება და მომავალი პირმშოს დაბადებასაც დიდის ამბით ელოდება. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ორსულობისას ფორმა შეინარჩუნოს და ძველებურად მომხიბვლელი დარჩეს.

ქალწული – როგორც წესი, იშვიათად გამოირჩევა განსაკუთრებული მოთხოვნილებით, რომ გახდეს დედა. თუმცა, თუკი იგი გეგმაზომიერად და დაგეგმილად იღებს ამ როლს საკუთარ თავზე, ბოლომდე იზრუნებს იმაზეც, რომ როგორც თავად, ისე ბავშვიც იდეალურ ფორმაში იყონ ჯანმრთელობის კუთხით. ქალწულმა იცის როგორ იზრუნოს ამაზე.

სასწორი – ორსულობისას მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს ჩვეული მომხიბვლეობა. ამიტომ თავად ორსულობის პროცესის გადატანა ქალი სასწორების უმეტესობას ფსიქოლოგიურად ცოტათი უძნელდება. სამაგიეროდ, პირმშოს დაბადების შემდეგ იგი ერთი-ორად ლამაზდება.

მორიელი – პატარას დაბადებისთვის დედა მორიელი მთელი არსებით ემზადება. იგი უსაზღვრო პასუხისმგებლობის მქონე მშობელია და მუცლადყოფნიდანვე ცდილობს კომუნიკაცია იქონიოს მომავალ შვილთან. ქალი მორიელების უმეტესობა რთულად მშობიარობს. განსაკუთრებით პრობლემატური მათთვის ორსულობისას არის შარდსასქესო სისტემა და ჰორმონალური ძვრები.

მშვილდოსანი – მომავალი დედის სტატუსს მშვილდოსანი ქალი ინტერესით, შეიძლება ითქვას ფილოსოფიურ ჭრილშიც კი აღიქვამს. ორსულობით გამოწვეული ცხოვრების სტილის ცვლას, იგი შესანიშნავად იყენებს სწავლისა და განვითარებისთვის. ბევრი მშვილდოსანი ქალი კავდება თვითგანათლებით ზუსტად ორსულობის პროცესში.

თხის რქა – კუროს მსგავსად ქალი თხის რქაც ხშირად აჩენს გვიან შვილს, იმ მოტივით, რომ არ აქვს შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა. დედა თხის რქა შვილის დაბადებას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ხშირად წინასწარაც კი გეგმავს მის მომავალს. სასურველია, ორსულობაში იგი ხშირად ეჩვენოს სტომატოლოგს, იმიტომ რომ კბილები თხის რქის სისუსტეა.

მერწყული – ინტერესით ელის პატარას დაბადებას და ზოგადად, ორსულობის პროცესი მისთვის მთელი შემეცნებითი პროცესია. მერწყული ცნობისმოყვარე ნიშანია, ამიტომ დედობა მისთვის თავისებური თავგადასავალი იქნება. სასურველია, ორსულობისას გაუფრთხილდეს ვენებს და ნაკლებად დაიტვირთოს ფიზიკურად.

თევზები – ფსიქოლოგიურად დიდი ძვრები ხდება მასში, როცა აღმოაჩენს, რომ მალე დედა გახდება. იგი წინასწარ დიდი სიყვარულითაა განწყობილი მომავალი შვილის მიმართ და მზად არის პატარას გამო, ძალიან დიდ მსხვერპლზეც კი წავიდეს. სასურველია, ყურადღება მიაქციოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

 

 

 

Share22Pin3Send

Related Posts

ორსული კირა ნაითლის ექსკლუზიური ფოტოები ლონდონიდან, რომლებსაც Daily Mail ავრცელებს!
ორსულობა

ორსული კირა ნაითლის ექსკლუზიური ფოტოები ლონდონიდან, რომლებსაც Daily Mail ავრცელებს!

აგვისტო 20, 2019
როგორი ხასიათი აქვთ ორსულობისას ქალებს ზოდიაქოს მიხედვით?
ორსულობა

ახალგაზრდა ორსულს, ბავშვისთვის პირველი საჩუქარი cam-მა გადასცა… გაიცანით, იკა ნათიას გათამაშების ერთ-ერთი იღბლიანი წყვილი

ივნისი 17, 2019
TUC TUC-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექციაში ჩვილების ხაზი განსაკუთრებულია...
ახალშობილები

TUC TUC-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექციაში ჩვილების ხაზი განსაკუთრებულია…

ივნისი 14, 2019
შემდეგი სტატია
რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა და კარგი მშობლობა

რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა და კარგი მშობლობა

კომენტარები:

TOP სიახლეები

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
როგორი ხასიათი აქვთ ორსულობისას ქალებს ზოდიაქოს მიხედვით?
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
როგორი ხასიათი აქვთ ორსულობისას ქალებს ზოდიაქოს მიხედვით?
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login