Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები – რჩევები ფსიქოლოგისგან

ChicBebe ავტორი: ChicBebe
აპრილი 15, 2019
კატეგორია: საბავშვო პროდუქცია
როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები - რჩევები ფსიქოლოგისგან
29
გაზიარება
320
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

როგორ უნდა მოხდეს ბავშვებში დასწავლა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და პედაგოგებმა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

1. გაზარდეთ ბავშვების სოციალური ჩართულობა. დასწავლა უპირველეს ყოვლისა სოციალური აქტივობაა. მშობლები ურთიერთობენ საკუთარ შვილებთან და ამ ურთიერთობით პატარები დაისწავლიან სხვადასხვა ქცევას, რაც მათ სოციუმის აქტიურ წევრებად აქცევს მომავალში. ბავშვები სწავლობენ მაშინ, როცა გაიშინაგნებენ იმ  სოციუმის ჩვევებს, მოქმედებებს, ლექსიკონს, სადაც იზრდებიან. მნიშვნელოვანია ბავშვები ჯგუფებში ვამუშაოთ, სადაც უფროსმა კოორდინირება უნდა გასწიოს რომ ჯგუფური გარემო მხარდამჭერი და დასწავლაზე ორიენტირებული იყოს; დასწავლისთვის განკუთვნილი ჯგუფური გარემო ყოველთვის უნდა მოიზარებდეს ბავშვების მიერ სასწავლო რესურსების ერთმანეთისთვის  განაწილებას; მოდელირებითა და მითითებებით უფროსმა უნდა შეძლოს ბავშვებს ასწავლოს კოოპერაცია; უფროსმა უნდა შექმნას ისეთი გარემო ჯგუფში, რომ ბავშვებს შეეძლოთ ერთმანეთთან ინტერაქცია, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და მეგობრების ნააზრევის შეფასება.

2. ასწავლეთ ბავშვებს რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი აქტივობები. საუკეთესოა დასწავლა, როცა  ადამიანები  რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგ უნარებს იძენენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ბევრი აკადემიური აქტივობა აზრს კარგავს, თუ მოსწავლე კავშირს ვერ ხედავს  დასწავლილსა  და მომავალში ამ დასწავლილის გამოყენებას შორის. თუ მოსწავლე  რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგ რამეს დაისწავლის , მისი დასწავლის მოტივაცია იზრდება –მაგალითად მეტყველების და კომუნიაციის უნარების განვითარება უფრო ეფექტურია დებატებში მონაწილეობის გზით, პატარობისას როლურ თამაშებში მონაწილეობის გზით, თოჯინების თეატრის გამართვით. ანგარიშის სწავლა გაცილებით ეფექტურია სუპერმარკეტში საჭირო პროდუქტების შეძენისას.

3. დაუკავშირეთ ახალი ცოდნა უკვე არსებულს. ახალი ცოდნა აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს უკვე დასწავლილს და კარგად გააზრებულს. წინარე ცოდნა აუცილებელი პირობაა გაგებისა და დასწავლისათვის. ბავშვები  ყოველთვის ვერ ამჩნევენ კავშირს ახალ მასალასა და უკვე არსებულ ცოდნას შორის, ამისთვის საჭიროა უფროსებმა: გაამეორებინონ ბავშვებს უკვე ნასწავლი;დასვან იმგვარი შეკითხვები, რაც მოსწავლეებს კავშირს დაანახვებს არსებულ და ახალ ცოდნას შორის.

4. დაგეგმეთ სწავლების სტრატეგია. ბავშვები ყოველთვის პოულობენ ადეკვატურ გზებს უკეთესი დასწავლისათვის. ისინი პატარა ასაკიდანვე აგნებენ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს, მანამ სანამ ვინმე ეტყვის მათ ამის შესახებ. მაგალითად , სკოლამდელ ბავშვებს როცა სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენა დაავალეს , ისინი გაზად იმეორებდნენ ამ პროდუქტების ჩამონათვალს, რომ არ დავიწყნოდათ .როცა მასწავლებელი გეგმავს სწავლების სტრატეგიას, საჭიროა წინასწარ  გააზრებული იყოს არითმეტიკული ამოცანის გადაჭრის სტრატეგია, ტექსტის გაგების სტრატეგია, სხვა მოსაწავლეებისგან სწავლის სტრატეგია –მხოლოდ სწავლების სტრატეგიების  გააზრებითაა შესაძლებელი ეფექტური დასწავლა. მაგალითად კითხვისას მასწავლებელმა უნდა მიანიშნოს მოსწავლეს, როგორ გამოყოს ძირითადი საკითხები და გააკეთოს შეჯამება. დისკუსიის წარმოება და შეკითხვების დასმა საკმაოდ ეფექტურია ამ დროს. მეცნიერების შესწავლისას მასწავლებელმა უნდა აჩვენოს ბავშვს როგორ დაგეგმოს ექსპერიმენტი, ჩაიწეროს ახალი მიგნებები და შეაფასოს ისინი. მოგვიანებით უფროსმა უნდა შეამციროს დახმარება და მისცეს ბავშვს საშუალება მაქსიმალური პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი დასწავლის პროცესზე.

5. აქცენტი გააკეთეთ გააზრებაზე და არა უბრალოდ დამახსოვრებაზე. დასწავლის პროცესი გაცილებით ეფექტურია , როცა მასალის გააზრებაზეა აქცენტი და არა მხოლოდ  ცალკეული ფაქტების დამახსოვრებაზე. კვლევებით დადგენილია, რომ უბრალოდ დახსომებული(დაზეპირებული) მასალა ადვილად ავიწყდება ბავშვს. ამის საპირისპიროდ, გააზრებული ინფორმაცია ადვილად არ ავიწყდება ადამიანს და ის შესაძლოა კარგად განზოგადდეს სხვა სიტუაციებზეც. იმისთვის რომ ბავშვმა კარგად გაიაზროს რას ასწავლიან, უნდა მიეცეს საშუალება დაფიქრდეს იმაზე, თუ რას აკეთებს, ესაუბროს ამაზე უფროსს და თანატოლებს, დააზუსტოს და გადაიტანოს დასწავლილი სხვადასხვა სიტუაციებში.

6. დაუთმეთ დრო პრაქტიკას. დასწავლილი მასალა ხანგრძლივად გაგვყვება, თუ მას რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გადავიტანთ და მოვსინჯავთ , როგორ გადავჭრათ რეალური პრობლემები. მაგალითად, შესაძლოა ვისწავლოთ ნიუტონის კანონი სკოლაში , მაგრამ არ ვიცოდეთ როგორ მუშაობს ის რეალურ ცხოვრებაში. ცოდნის ტრანსფერი უმნიშვნელოვანესია. ამის მიღწევა კონკრეტული მაგალითების განხილვითაა შესაძლებელი.

7. გაითვალისწინეთ განვითარების და ინდივიდუალური თავისებურებები სწავლის მოტივაციის გაზრდისთვის. დასწავლა კომპლექსური კოგნიტური აქტივობაა, რომლის დროსაც აჩქარება აფუჭებს საქმეს. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ, რომ საკლასო ოთახებშივე ისწავლონ. ახალი სასწავლო მასალა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს თითოეული მოსწავლის წინა ცოდნას, მნიშვნელოვანია ახალი მასალა ადეკვატური და არა ჭარბი რაოდენობით მიეწოდებოდეს მოსწავლეს,  უნდა დაიგეგმოს საკმარისი პრაქტიკული აქტივობები  რათა თეორიული ცოდნის ბოლომდე გააზრებას ჰქონდეს ადგილი. ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა გათვალისწინებულია მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები. კარგ სასწავლო გარემოში სწორედ  ამ შესაძლებლობების განსხვავებებზე  უნდა კეთდებოდეს აქცენტი. მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებული იყოს ბავშვების ძლიერი მხარეები, რათა გაძლიერდეს ზოგადი აკადემიური მოსწრება. ეს კი ავტომატურად განაწყობს მოსწავლეს მოტივირებული სწავლებისათვის.

Share16Pin2Send

Related Posts

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.
ბრენდები

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.

მარტი 9, 2020
რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
ახალშობილები

სეზონური ლიკვიდაცია ,,შიკ ბებე”ში დაიწყო

თებერვალი 19, 2020
შემდეგი სტატია
"მარიამისთვის ყველაფრის ყიდვა მინდება" მსოფლიო რეკორდის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე  მამის ამპლუას უბრუნდება...

"მარიამისთვის ყველაფრის ყიდვა მინდება" მსოფლიო რეკორდის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე მამის ამპლუას უბრუნდება...

კომენტარები:

TOP სიახლეები

როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები - რჩევები ფსიქოლოგისგან
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები - რჩევები ფსიქოლოგისგან
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login