Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

როგორ გახდეთ აქტიური მამა?

ChicBebe ავტორი: ChicBebe
ივლისი 15, 2019
კატეგორია: გართობა
Smiling father hugging son outdoors

Smiling father hugging son outdoors

22
გაზიარება
37
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

როგორ გახდეთ აქტიური მამა

ყველასათვის ცნობილია გამოთქმა ”კარგი მამა”. მოცემულ სტატიაში თქვენ შეძლებთ გაიგოთ, რას ნიშნავს აქტიური მამა, ანუ მამა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბავშვის აღზრდის პროცესში.    

1. იყავით მეტად ინიციატივიანი.

თუ მამები არ აიღებენ ინიციატივას, მაშინ მათი მონაწილეობა ბავშვის აღზრდის პროცესში ვერ შედგება. ამიტომ, იმის მაგიერ, რომ თქვენ ხელში მყოფი ატირებული ბავშვი გადასცეთ დედას, შეეცადეთ თავად დააწყნაროთ ის. ნუ მოგერიდებათ ერთმანეთს ჰკითხოთ რჩევები, რადგან ყველაფერი არავინ იცის. 


2. მეტად დაკავდით პრაქტიკით.

ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ ქალმა უკეთ იცის როგორ მოექცეს ბავშვებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველაფერი, რაც ქალმა იცის ნასწავლი აქვს პრაქტიკის საშუალებით. ამიტომ, ხშირად მიიღეთ მონაწილეობა ბავშვის დაბანის, გამოცვლის, კვების, გასეირნების და დაძინების პროცესში. ერთი სიტყვით, შესთავაზეთ მეუღლეს დახმარება და ნუ შეგაშინებთ თქვენი მოუმზადებლობა ამა თუ იმ საკითხში. მთავარია ეცადოთ და ყველაფერი გამოგივათ. 


3. დააფასეთ ის, რისი სწავლებაც ბავშვისთვის მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

ჩვეულებრივ ქალები და კაცები ზემოქმედებენ ბავშვებზე სხვადასხვაგვარად: ქალები სოციალურ და ემოციურ, ხოლო კაცები ფიზიკურ და აქტიურ-შრომით დონეზე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ, ვინც ეცდება გითხრათ, რომ შვილთან ერთად ფეხბურთის თამაში, სირბილი და სხვა მამაკაცური აქტივობები უმნიშვნელოა, ვიდრე ქალების მიერ გამოვლენილი რომელიმე აქტივობა. აქტიური საქმიანობით დაკავებით ბავშვები სრულიად ახალ ემოციებს განიცდიან. ბავშვებს, რომლებსაც აქტიური მამები ჰყავთ გაცილებით წარმატებული და პოპულარულები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები.  


4. იყავით თქვენი შვილებისთვის ემოციურად ხელმისაწვდომი.

ფიზიკური ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია მამა-შვილის ურთიერთობაში, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ემოციური მხარეც. მამაკაცმა არ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს ემოციების გამოვლენა და შეგრძნება, მაგრამ ამასთან უნდა აცნობიერებდეს, როგორ ემოციებს განიცდის, იმისათვის, რომ შეძლოს იგივე იგრძნოს, რასაც ბავშვი გრძნობს.


5. ნუ იქნებით უბრალოდ დამხმარე, იყავით პარტნიორიც.

ისეთი მოდელი, როცა მამა მხოლოდ დამხმარეა, ხოლო მთავარ როლს ბავშვის აღზრდაში დედა კისრულობს, უკვე მოძველებულია და დღეისათვის აქტუალური არ არის. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ თანაბრად გადაინაწილოთ მოვალეობები შვილის აღზრდის საკითხში, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ უბრალოდ დამხმარე ვერ იქნებით. თუ თქვენ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ცოლს დაუთმობთ, ამით გამოტოვებთ ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, რომლისგანაც შედგება ბავშვის ცხოვრება, მამა ვერ იტვის, რომ ბავშვთან სრულყოფილი ურთიერთობა და გაგება აქვს, ან კარგად იცნობს მას. 


6. დააფასეთ მეუღლის შრომა.

იყო კარგი მამა – ნიშნავს აფასებდეთ თქვენს მეუღლეს, მის შრომას ოჯახურ საქმეებში და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მან თქვენი არყოფნის დროს მიიღო. ამასთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ცოლთან ერთად დაგეგმავთ ოჯახურ საქმიანობას, ხოლო როცა ბავშვი წამოიზრდება ისიც აქტიურად უნდა ჩართოთ ამ პროცესში. 


7. საჭიროა იცოდეთ ურთიერთობა.თუ თქვენ არ მოგწონთ, რომ ცოლმა ლიდერის როლი წაგართვათ ბავშვის აღზრდის პროცესში, უთხარით მას ამის შესახებ. თუ თავიდან არ მოისურვებს გადაინაწილოთ ეს მოვალეობა, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს, ეს უბრალოდ კაპრიზია, მალე გაუვლის და თქვენ თუ ინიციატივას ბოლომდე გამოიჩენთ, მაშინ შესაძლებელი იქნება მშობლის მოვალეობები ორივემ თანაბრად გადაინაწილოთ და შეასრულოთ. 

დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბავშვი, როგორც იარაღი, ყოფილ ცოლთან კონფლიქტების ან რაიმეტ ტიპის საკითხების გადასაჭრელად!  

Share20PinSend

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
როგორ გახდეთ აქტიური მამა?
ბრენდები

Winter Fair 2019

დეკემბერი 1, 2019
29 ნოემბერი - გრანდიოზული შენაძენების დღე!
გართობა

29 ნოემბერი – გრანდიოზული შენაძენების დღე!

ნოემბერი 29, 2019
შემდეგი სტატია
ლეტიცია კასტა - ჩვენი მუზა 1990-იანი წლებიდან... როგორ გამოიყურება ახლა და როგორი დედაა?

ლეტიცია კასტა - ჩვენი მუზა 1990-იანი წლებიდან... როგორ გამოიყურება ახლა და როგორი დედაა?

კომენტარები:

TOP სიახლეები

როგორ გახდეთ აქტიური მამა?
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
როგორ გახდეთ აქტიური მამა?
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login