არავინ არ იბადება შვილის აღზრდის სწორი და სრულყოფილი ცოდნით. ყველას მოგვდის შეცდომები. ვიღაცამ დროულად შეცვალა თავისი დამოკიდებულება აღზრდის მიმართ, ვიღაც კიდევ აგრძელებს შვილების ფსიქიკის მოწამვლას. მშობლებს, რომლებიც არ აღიარებენ შეცდომებს შვილებთან ურთიერთობაში – ფსიქოლოგიაში “ტოქსიურ მშობლებად” მოიხსენიებენ. ასეთი მშობლის გვერდით ბავშვები მუდმივ ემოციურ და გონებრივ სტრესში იმყოფებიან. ამ სტატიაში საუბარი იქნება იმ მშობლებზე, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად ამახინჯებენ ბავშვის ფსიქიკას. გთავაზობთ ასეთი მიდგომის ნიშან-თვისებას.
ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომშვილის ხასიათის გამოწრთობა აუცილებლად და მხოლოდ სიმკაცრით მიიღწევა. ეს მეთოდი საბჭოთა თაობის ადამიანების მეთოდად არის ცნობილი.
დისციპლინა და წესრიგი აუცილებელია, მაგრამ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეს მშობლების. თუ ნებისმიერი ქმედებისთვის დაადანაშაულებთ ბავშვს, ის არასდროს არაფერს არ მოგიყვებათ.
გამუდმებული კრიტიკა უკარგავს ბავშვს მოტივაციას, არჩევანის თავისუფლებას და კრეატიულობას. ტოქსიურ მშობლებს არ სჯერათ იმისა, რომ ბავშვმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.
ტოქსიურ მშობლებს შვილები დამოკიდებული და დავალებული ჰყავთ, რადგან თვლიან, რომ მათი გულისთვის ბევრი რამის დათმობა მოუწიათ. ისინი აიძულებენ შვილებს გამუდმებით მათ გვერდით იყვნენ, იზრუნონ მათზე და მათ ინტერესებზე.
ეს პარაზიტული დამოკიდებულება ბავშვებს აიძულებს უარი თქვან საკუთარ ინტერესებზე და დაკარგონ საკუთარი “მე”.
აიძულო ბავშვი გააკეთოს ის, რაც მისთვის არ არის საინტერესო – ეგოიზმის მწვერვალია. ტოქსიურ მშობელს სწამს, რომ უკეთ იცის თავისი შვილის რეალური მოთხოვნილებები, როდესაც სპორტულ სექციაში ან ცეკვის სექციაზე ჩაწერს მას
კომენტარები: