6 მაისსს, დაახლოებით, დილის ექვს საათზე მეგან მარკლსა და პრინც ჰარის პირველი შვილი ეყოლათ. ახალბედა მამიკომ საზოგადოებისთვის სპეციალური განცხადებაც გააკეთა და იმაზეც ისაუბრა თუ რას ფიქრობენ შვილის სახელთან დაკავშირებით.
“სახელის შესახებ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, თუმცა ეს მხოლოდ შემდეგი ნაბიჯია. ორი დღის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე შეგატყობინებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ბავშვის ნახვის საშუალებასაც მოგცემთ,” – აღნიშნა ინტერვიუს დროს ჰერცოგმა.
კომენტარები: