გუშინ, 26 ნოემბერს, სასტუმრო მერიოტში გამართულ ღონისძიებზე, სახეები და სახელები, რომელიც ნიუ-იორკ ტაიმსის ლიცენზირებული დაჯილდოვება გახლდათ, ყველასთვის სასიამოვნო ინფორმაცია გახმაურდა. იდეა ეკუთვნის საგამომცემლო სახლ “სახელებს”, რომელსაც მხარს უჭერს საპატრიარქო. პატრირქის მხარდაჭერით საქართველოში აშენდება სახლი, სადაც იცხოვრებენ მოხუცები და ბავშვები ერთად… პატრიარქმა მიწა უკვე გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფარის” ასაშენებლად.
ეს იდეა პირველად კანადაში განხორციელდა. მოხუცებულებმა შეიძინეს მოსიყვარულე შვილიშვილები, უდედმამო ბავშვებმა კი პირველად იგრძნეს, თუ რა არის სიყვარული და ზრუნვა. ექიმებმა დააფიქსირეს მოხუცებულთა ყველა სასიცოცხლო ფუნქციის გაუმჯობესება, ანთებული თვალები და ცხოვრებისადმი ინტერესის გაღვიძება.
კომენტარები: