უმთავრესი იდეოლოგია- ავტორიტეტების სრულ ჭეშმარიტებად მიღება, დღესაც სენად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის ფრაზა “ყველა ბავშვი ინდივიდუალურია”, სკოლა მაინც ათასჯერ გადაღეჭილ, მემკვიდრეობით მიღებულ ინფორმაციას დებს ბავშვებში. მასწავლებლები ასწავლიან საგნებს, იმის ნაცვლად რომ ასწავლონ, როგორ ისწავლოს.
თანამედროვე ეპოქამ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა. ინფორმაცია, რომელსაც ადრე ფლობდნენ მასწავლებლები, ახლა ნებისმიერი ჩვენგანისთვის სახლიდან გაუსვლელადაა ხელმისაწვდომი, ამიტომ მასწავლებლის როლი დღევანდელ ეპოქაში მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. მასწავლებელი უნდა იქცეს მედიატორად, მან უნდა დასვას შეკითხვები და მისცეს მიმართულება მოსწავლეებს, სად შეიძლება და როგორ ამ შეკითხვებზე პასუხის პოვნა. რაღაცის სწავლა, მხოლოდ ძიების პროცესით არის შესაძლებელი. ბავშვები უნდა წავახალისოთ თავად მოიძიონ პასუხები, მათ სწავლის საშუალება უნდა მივცეთ, აზროვნების საშუალება.
გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
კომენტარები: