Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

ნათია ფანჯიკიძე: “როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი”

ChicBebe ავტორი: ChicBebe
მაისი 15, 2019
კატეგორია: საბავშვო პროდუქცია
ნათია ფანჯიკიძე: "როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი"
19
გაზიარება
276
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ბულინგი, ძალადობა ბავშვებში და ის საფრთხეები რომლის წინაშეც საზოგადოება ყოველდღიურად დგას. ამ თემის შესახებ გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრა.

ნათია ფანჯიკიძე: მოზარდებს შორის ძალადობა ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. თუმცა ბრძოლა უნდა იყოს ყველგან, ყველა ქვეყანა უნდა ებრძოდეს ამას და რა თქმა უნდა ჩვენც. მინიმუმამდე დასაყვანად, უპირველესად ძალიან კარგი იქნებოდა, ქვეყნაში რომ იყოს მკაფიო ღირებულებები. მკაფიო ღირებულებებში ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ არსებობს პირადი მაგალითი და გამოცდილება, ვერც ერთ მოზარდს ვერ დაარწმუნებ რომ აგრესიული ქცევა ერთმნიშვნელოვნად ცუდია. ხშირ ხედავენ, რომ ერთმანეთის გამეტებით და გადათელვით ვიღაცას შეუძლია დაიკავოს რაღაც ადგილი და სულაც არ იყოს ის საზოგადოებისგან ადეკვატურად შეფასებული. გამომდინარე აქედან, ევოლუციურად აგრესია ჩვენი თანდაყოლილი თვისებაა, იმიტომ რომ აგრესიაც გვჭირდებოდა გადასარჩენად, მაგრამ ცივილიზებულ ეპოქაში ვცდილობთ რომ მოვიშოროთ ეს და უფრო მეტად დავემსგავსოთ ადამიანებს, რადგან ხელჩართული სისხლიანი გარჩევები ნამდვილად არ არის აუცილებლობა თუ ჩვენ არ ვაქცევთ მას აუცილებლობად.

დღეს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იმისათვის, რომ მოზარდებს დაუსახოთ მეტი ინტერესი. მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სპორტული აქტივობა, ხელოვნება. სულიერი აღზრდა არ არის მხოლოდ ის რომ მოსწავლემ გაკვეთილები იმეცადინოს, მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული ბავშვის აღზრდის პროცესში, კერძოდ, უნდა წაიყვანოთ შვილი თეატრში, კინოში, სხვადასხვა ადგილებში სადაც მთლიანობაში გაუჩნდება და ჩამოუყალიბდება ფასეულობები. ბულინგი ეს არის საზოგადოების ერთმანეთთან ურთიერთობა და ამას ხელოვნურად ვერ შექმნი. ყველა პრობლემა მაინც მშობლისგან მოდის, რამდენად წახალისებულია მისი შვილი მაშინ როდესაც ის სხვას ერევა და რატომ გვაქვს მორევის დაუოკებელი სურვილი.

ძალიან ბევრი ბავშვი სულაც არ დაუჩაგრავს გარე სამყაროს, ოჯახშივეა დაჩაგრული მშობლებისგან, რომლებიც თუნდაც ხუმრობით ეუბნებიან, მაგალითად რას გავხარ?! შემდეგ რაც არ უნდა ლამაზი ადამიანი გაიზარდოს და მე ვთვლი რომ ყველა ფორმა იმსახურებს აღტაცებას, რაც არ უნდა არწმუნონ სხვებმა რომ ლამაზია, მას ამის აღარ სჯერა. ძალიან ხშირად ახდენენ ბავშვის ჩაგვრას ოჯახში, ადარებენ სხვას რომ სხვა მასზე უკეთესია. როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ბულინგის მსხვერპლი ალბათ ყველა ვყოფილვართ, იმიტომ რომ ცხოვრებაა ისეთი. აქ მთავარია როგორ ხვდება, როგორ უმკლავდება მტრულ გარემოს ბავშვი. როდესაც ბავშვს თავისი თავის სჯერა, ის ახერხებს დამცავი მექანიზმების გამომუშავებას. მაგალითად ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი შესაძლოა იყოს იუმორი, მაგრამ ბავშვი სულ კლოუნად არ უნდა გადაიქცეს იმის გამო რომ იქნებ დაინდონ. ზოგჯერ პირიქით, ბავშვი ძალიან ხათრიანი ხდება და არ შეუძლია სხვა ბავშვებთან ურთიერთბის დამყარება, თუ საჩუქრებით არ წავიდა თანატოლებთან. ესეც თუ ზომიერებას გადასცდა ჩვენ უკვე უნდა ვივარაუდოთ რომ ბავშვს თავისი, საკუთარი ღირებულებების არ სჯერა და იმისთვის რომ ათამაშონ და ეთამაშონ მოსყიდვას აკეთებს. კარგია, რომ მის ტვინს ის პლასტიკური უნარი აქვს მარტივად მოძებნოს გამოსავალი, მაგრამ მშობელი მაინც ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველაფერი იყოს ზომიერი.

წყარო – 4U

Share8Pin2Send

Related Posts

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.
ბრენდები

რას მივაქციოთ ყურადღება ეტლის შერჩევისას.

მარტი 9, 2020
რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
ახალშობილები

სეზონური ლიკვიდაცია ,,შიკ ბებე”ში დაიწყო

თებერვალი 19, 2020
შემდეგი სტატია
6 წლის მარიამ ლორია"დახატე შენი ფერადი სამყარო" TUC TUC- ის კონკურსი და ხალისიანი განწყობა...

6 წლის მარიამ ლორია"დახატე შენი ფერადი სამყარო" TUC TUC- ის კონკურსი და ხალისიანი განწყობა...

კომენტარები:

TOP სიახლეები

ნათია ფანჯიკიძე: "როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი"
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
ნათია ფანჯიკიძე: "როდესაც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება ოჯახშივე, ის მარტივად ხდება ბულინგის მსხვერპლი"
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login