იტალია აჯილდოვებს მშობლებს რომლებიც მესამე ბავშვს გააჩენენ. საჩუქარი არც მეტი არც ნაკლები მიწის ნაკვეთია. გეგმა მომავალი წლის ბიუჯეტში შედის..
თუმცა ერთ ერთმა მინისტრმა, ლორენცო ფონტანამ დასძინა, რომ წახალისება შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ წყვილებზე.
აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროკავშირში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩენებელი აქვს და იგი 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იკლებს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ 2019-დან 2021 წლამდე ვისაც მესამე შვილი გაუჩნდება, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასცენ. ტექნიკურად როგორც დაგეგმილია, მიწის ნაკვეთი ოჯახს სულ მცირე 20 წლით გადაეცემა.
კომენტარები: