ცნობილი მსახიობი ჰილარი დაფი შარშან ოქტომბერში გახდა დედა მეორედ – გოგონა გააჩინა. მაშინვე გამოაჩინა ბავშვის ფოტო, თუმცა ბავშვის დაბადების ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა.
ჰილარის თქმით, მშობიარობას ესწრებოდა არა მხოლოდ ბავშვის მამა, არამედ ჰილარის დედა, დები და 6 წლის ვაჟი ლუკა. არქივულ ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
დიდხანს ვფიქრობდი, ასეთი პირადული მომენტი გამეზიარებინა თუ არა, – ამბობს მსახიობი, რომელმაც ბავშვი სახლში გააჩინა, პატარა გასაბერ აუზში – სწორედ ამ ფორმით მშობიარობს ბოლო დროს ბევრი ქალი ამერიკაში, თუმცა ექიმების გარკვეული ნაწილი ამაში დიდ რისკებს ხედავს.

კომენტარები: