Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

გიორგი მარშანია –”ჟირაფი ჟოზე” ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება…

ChicBebe ავტორი: ChicBebe
ნოემბერი 9, 2018
კატეგორია: გართობა, ინტერვიუ
გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...
265
გაზიარება
3.8k
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

“ჟირაფი ჟოზე”– ცვალებად სივრცეში შექმნილი, სრულიად ქართული პროდუქტია, რომლის კრეატიული გუნდი, დღეს უკვე გაზრდილია და მუდმივად სიახლეებს სთავაზობენ მაყურებელს.. – chicbebemagazine ესაუბრა– გიორგი მარშანიას, სტუდია „ველოსიპედის“ თანადამფუძნებელს ..

1. ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები და რა გამოცდილება აქვთ მათ?

სტუდია “ველოსიპედი” მე და ირაკლი ნადირაძემ დავაარსეთ. ვარ პროფესიით მსახიობი და ვამთავრებ თეატრის რეჟისურის მაგისტრატურას. ირაკლი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიაზიაციაში, ბავშვებისა და მოზარდების სოციალიზაციის მიმართულებით. ჩვენი გუნდის წევრები არიან: კემო, ვისთან ერთადაც თავდაპირველად გაჩნდა მულტფილმების კეთების იდეა. ასევე: გიორგი გაგლოშვილი, რუსკა ყვავაზე, თამუნა ზარქუა, ცოტნე რუსიშვილი, ტატო დუმბაძე – თითეული თავის სფეროში დიდი გამოცდილებით და წარმატებით მუშაობს…ჟოზეს ძალიან მაგარი სიმღერებით და მუსიკით ავსებს რეზო ბლიაძე (ჯგუფ “რეზო და ბავშვების ხელმძღვანელი და სოლისტი) და მიშა ცინცაძე (კომედი ჯგუფის სცენარისტი/მსახიობი) ყველა სიმღერის ტექსტს და დიალოგს ვასწორებ ზაზა ბიბილაშვილთან ერთად – პოეტი, იუმორისტი, სცენარისტი. ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი ვართ, ვინც შეიძლება შეკრებილიყო ანიმაციურ სტუდიაში!.

2. როგორ მიგიღოთ ქართველმა მაყურებელმა და რამდენად დაინტერესდნენ თქვენი ანიმაციით?

მაყურებელი თავიდანვე დაინტერესდა ჩვენი სერიებით, რომელიც რეალურად სიახლეს წარმოადგენდა ქართულ ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეში. განვითარებულ ქვეყნებში საგანმანათლებლო ანიმაცია ძალიან პოპულარულია, ჩვენთან რეალურად “ჟირაფი ჟოზე” გახდა ის პირველი, ცნობადი და საყვარელი გმირი, რომელმაც მშობლებს და მასწავლებლებს შესთავაზა ბავშვის განათლებისა და განვითარების ალტერნატიული, მხიარული და რაც მთავარია ქართული პროდუქტი. ჩვენი იუთუბის არხის სტატისტიკიდან ჩანს,რომ ჯირაფი ჟოზეს სერიებს აქტიურად იყენებენ ბაღის აღმზრდელები და სკოლის მასწავლებლები. [ 14 თვეში 43 000 მდე გამომწერი და 28 000 000 მდე ნახვა ]

3. თუ გაქვთ უკვე პროექტები, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობთ და საახალწლოდ რას პირდებით პატარებს?

დეკემბერისთვის გვაქვს ორი ძალიან კარგი სიახლე: პირველი – მზადდება ჯირაფი ჯოზეს წიგნების სხვადასხვა სახეობები – ეს იქნება ისტორიები ჟოზეზე, აქტივობების წიგნი, ლექსიკონი და ა.შ. ჟირაფი ჟოზე გაცდება ტელევიზიას, ინტერნეტსივრცეს და უკვე წიგნებიდან იმეგობრებს ბავშვებთან. და მეორე – 28-29-30 დეკემბერს თუმანიშვილის თეატრი უმასპინძლებს ჟირაფი ჟოზეს საახალწლო ფესტივალს. წარმოგიდგენთ სპექტაკლს, რომლისთვის პიესა სპეციალურად ირაკლი სამსონაძემ დაწერა. სპექტაკლში მონაწილეობას მიღებენ თუმანიშვილის თეატრის მსახიობები. წარმოდგენის შემდეგ კი თეატრის დარბაზში მოეწყობა ჟოზეს საახალწლო ფესტივალი, ჩვენი მხარდამჭერი იქნება საბავშვო მაღაზიათა ქსელი შიკ ბებეც, გათამაშდება საჩუქრები, ბავშვები შეძლებენ ჟოზესთან ფოტოების გადაღებას, იქნება სხვადასხვა თამაშები და სიურპრიზები. ვფიქრობ სიახლეა და საინტერესოა იმ კუთხით, რომ სცენაზე ცოცხლდება თანამედროვე, ქართული მულტფილმის გმირი..

გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...

4. მომავალში თუ გეგმავთ ახალი ახალი სერიების გაგრძელებას? და თუ კი რას?

ჟოზეს სერიები აუცილებლად გაგრძელდება. სერიებში ნელ-ნელა ცოცხლდებიან სხვადასხვა პერსონაჟები. ჩვენ უკვე გავიცანით ჟოზეფინა. ასევე გავიცნობთ ჟოზეს მეგობრებს: მაიმუნს, სპილოს, ჩიჩილაკს და კურდღელს. სერიები იქნება არა მხოლოდ სიმღერები, არამედ უკვე ახალახალი საინტერესო ისტორიები. ჟოზეს მეგობრებს ძალიან ნიჭიერი მსახიობები ახმოვანებენ (სოფო მეძმარიაშვილი, კახა გოგიძე, ანა ზამბახიძე, დუტა სხირტლაძე) და დარწმუნებული ვარ, ახალ გმირებსაც მალე შეიყვარებს ჩვენი მაყურებელი. ასე რომ საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, ჟოზე მალევე დაიწყებს მუშაობას გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. რა თქმა უნდა მთავარი ხაზი ისევ დარჩება შემეცნებით-საგანმანათლებლო, რადგან “ჟოზე” ბავშვებისთვის საყვარელი და მისაბაძი ანიმაციური გმირია, შესაბამისად პატარები მისგან ძალიან ბევრს კარგ თვისებეს იღებენ..

გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...

Share107Pin24Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს...
ინტერვიუ

თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს…

დეკემბერი 5, 2019
გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...
ბრენდები

Winter Fair 2019

დეკემბერი 1, 2019
შემდეგი სტატია
ქალის გზა წარმატებამდე – უხეში და ქედმაღლული, ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას" თუ თავაზიანი?

ქალის გზა წარმატებამდე – უხეში და ქედმაღლული, ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას" თუ თავაზიანი?

კომენტარები:

TOP სიახლეები

გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
გიორგი მარშანია –"ჟირაფი ჟოზე" ინტერნეტ და ტელევიზიის სივრცეს გაცდება...
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login