Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან “ჟირაფი ჟოზეს ” გეგმებისა და ცვლილებების შესახებ…

ChicBebe ავტორი: ChicBebe
აგვისტო 22, 2019
კატეგორია: ინტერვიუ, ცნობილები
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...
923
გაზიარება
2.1k
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

“ჟირაფი ჟოზე”– ის ქართული პროდუქტია, რომელმაც დიდს თუ პატარას, თანაბრად შეაყვარა თავი. გარდა ანიმაციური სერიებისა, მას უკვე საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს. ასევე წინა სეზონზე “ჯირაფი ჟოზემ” სხვადასხვა კონცერტი თუ სპექტაკლი მოაწყო ბავშვებისთვის. თუმცა ახალ სეზონზე კრეატიული გუნდი კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. chicbebemagazine -ს კვლავ ექსკლუზიურად ესაუბრა– გიორგი მარშანია, პროექტ “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელს და სტუდია „ველოსიპედის“ თანადამფუძნებელს ..

რას უნდა ელოდოს ახალ სეზონზე მაყურებელი, რა სიახლეებს პირდებით პატარებს?

სიახლე ძალიან ბევრია. სერიებში არის ცვლილებები, ჟოზეს ტანისამოსი ჩავაცვით, ასევე ყველა მის მეგობარ გმირს. მათ მათთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ეცმევათ. ამას გარდა სიმღებთან ერთად იქნება სიუჟეტები, უგრო კარგად ალაპარაკდებიან და გამოიკვეთებიან ყველასათვის საყვარელი გმირები. ეს პერსონაჟებია, ჟოზეფინა (რომელსაც მსახიობი ანა ზამბახიძე ახმოვანებს) სპილო სახელად პიო,(ახმოვანებს კახა გოგიძე) კურდღელი დუდუნა, (სოფო მეძმარიაშვილი) მაიმუნი სახელად მამინი,(დუტა სხირტლაძე) ვფიქრობ ამ პერსონაჟების გააქტიურებით, მაყურებელს ისინიც ისევე შეუყვარდებათ როგორც თავად ჟოზე. ასევე გვყავს პერსონაჟები რომლებიც კვლავ უხმოდ მიიღებენ მონაწილეობას, ჩიჩი, საყვარელი ჩიჩილაკი და ციყვები. სერიების გარდა გვექნება ახალი რუბრიკაც, თავად ჟოზეს მონაწილეობით, სადაც ის სასარგებლო რჩევებს მისცემს პატარებს.

  • ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...

როგორი ფორმატით იქნება “ჟირაფი ჟოზეს” სერიებთან ერთად სიუჟეტები?

ეს იქნება, 2–3 წუთიანი სიუჟეტები სადაც ჟოზე ბავშვებს დაეხმარება სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ეს რუბრიკაც მიმართული იქნება ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის. ეს სიახლე სექტემბრიდან ელოდება ერთგულ მაყურებელს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. გარდა იუთუბ არხისა სიუჟეტები ტელესივრცეშიც მოხვდება. თუ რომელ არხზე, ჯერ არვიცი, სურვილი რამოდენიმემ გამოთქვა და შევჯერდებით. სექტემბრიდან ჟოზეს ხატვის გაკვეთილებიც გაგრძელდება. ფერად-ფერად და გენიალურ სიმღერებს კვლავ მიშა ცინცაძე და რეზო ბლიაძე ქმნიან.

უკვე ვიხილეთ ჟოზეს უსაყვარლესი წიგნები, ამ მიმართულებითაც მრავალფეროვნება გექნებათ?

 ჩვენ 15 სახეობის წიგნი გამოვუშვით გამომცემლობა ზებრასთან ერთად. ყველა მათგანი უმაღლესი ხარისხის ფურცლებით. სათამაშოს ფორმის, შემეცნებითი,სხვადახვა თემატიკის ალბომები, ზღაპრები. გასაფერადებელი და სახატავი რვეულები. წიგნი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის და ჟოზეს ამ მიმართულებით უკვე ბიბლიოთეკა დაუგროვდა. ამ მხრივ მშობლებს დიდი არჩევანი აქვთ. წიგნები ყველა დიდ მაღაზიათა ქსელში იყიდება.

ამასთან ერთად მზადების დასასრულს უახლოვდება ხშირად მოთხოვნადი ჟოზეს ფუმფულა სათამაშო, რომელიც მღერის და ელაპარაკება ბავშვებს ესეც იქნება ძალიან მალე, ახალ წლამდე.

  • ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...

ახერხებს თუ ვერა “სტუდია ველოსიპედი” ჟოზეს გასართობი ცენტრს გახსნას?

ამ ეტაპზე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესისთვის. გასართობი ცენტრის გახსნას დიდი ინვესტიცია სჭირდება. მაგრამ ჩვენ არც ამ კუთხით შეგვიჩერებია მუშაობა. გავაკეთეთ ჟოზეს უზარმაზარი თოჯინა, რომელიც დაიწყებს პატარების წვეულებებზე სტუმრობას, დაბადების დღეებზე, ზეიმებზე, ბაღებში და სხვა…რაც მთავარია არა მარტო თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში.

  • ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...

შარშან ახალ წელს შიკ ბებე ჯგუფი, ჟოზეს ახალი წლის ღონისძიების პარტნიორი იყო. წელს თუ გვექნება შესაძლებლობა… ხომ არ გადაგიწყვეტიათ რას გეგმავთ საახალწლოდ?

ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი წლის გრანდიოზულ კონცერტზე ფიქრი. შარშან ჩავატარეთ სპექტაკლი თუმანიშვლის და გორის თეატრში, სადაც ვუმასპინძლეთ 3000-მდე მაყურებელს. დავარიგეთ ბევრი საჩუქარი,ამაში დაგვეხმარა შიკ ბებე და სხვა კომპანიები…წელს კი დიდ კონცერტს სთავაზობს ჟოზე პატარებს, მისი მინი ვერსია უკვე იყოს ლისის ტბაზე,31 მაისს. ეს ფორმატი ძალიან მოეწონა მაყურებელს და ჩვენც გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით დავგეგმილიყავით.

 



Share834Pin13Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს...
ინტერვიუ

თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს…

დეკემბერი 5, 2019
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019
შემდეგი სტატია
ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი სხდომას ბავშვით ხელში უძღვებოდა

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი სხდომას ბავშვით ხელში უძღვებოდა

კომენტარები:

TOP სიახლეები

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან "ჟირაფი ჟოზეს " გეგმებისა და ცვლილებების შესახებ...
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login