Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე

ChicBebe ავტორი: ChicBebe
დეკემბერი 30, 2018
კატეგორია: გართობა
ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე
79
გაზიარება
730
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

როდის მიიღო მარადმწვანე მცენარემ საშობაო ხის დატვირთვა, ცნობილი არ არის, თუმცა ნაძვის ხე და მისი მორთვის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის. დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ვერსია საშობაო ნაძვის ხის მორთვის ისტორიიდან.

ნაძვის ხის ქართულ ანალოგს “ჩიჩილაკი” ერქვა, რომელიც წმინდა ბასილის სახელთან იყო დაკავშირებული და მას “ბასილის ფაფუკ წვერებს” ეძახდნენ. “ჩიჩილაკი” ოჯახის ბარაქის სიმბოლო იყო, მას თხილის ნედლი ტოტიდან თლიდნენ და კონკანტელას მარცვლებით რთავდნენ. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს – “ბასილის პურს” – “ჩიჩილაკზე” კიდებდნენ.

ევროპაში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს. პირველად გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. მალე ეს ტრადიცია მთელ ევროპაში გავრცელდა, წიფელი ნაძვმა შეცვალა და ეს “თაიგული” ევროპის ყველა ოჯახში გაჩნდა.

თავდაპირველად ნაძვის ხის ატრიბუტი იყო ბაფთები და ხილი. შემდეგ უფრო დაიხვეწა. ხის კენწეროზე ანგელოზებს კიდებდნენ, რაც შემდეგ ვარსკვლავით შეიცვალა იმ ვარსკვლავის აღსანიშნავად, რომელმაც ბეთლემში მოგვები ქრისტესთან მიიყვანა.

პირველი ნახატი, სადაც ასახულია მსვლელობა სადღესასწაულო ხით, გერმანიაში შეიქმნა, რომელიც მე-16 საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. ისტორიკოსი ბალთაზარ რუსო კი 1584 წლის ჩანაწერში გადმოსცემს სცენას, რომ ერთ-ერთ ქალაქში, სავარაუდოდ, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ბაზრის მოედანზე ნაძვის ხე იდგა, მოსახლეობას იქ მოეყარა თავი და ნაძვის ხის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ისიც ირკვევა, რომ ნაძვის ხეებს სახლებში თავდაპირველად ჭერზე კიდებდნენ ჯაჭვით.

ინგლისში პირველი ნაძვის ხე 1830-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარობა კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1841 წელს დედოფალ ვიქტორიას გერმანელმა მეუღლემ, პრინცმა ალბერტმა ის უინძორების სასახლეში დაუდგა.

ევროპული ნაძვის ხეები ძირითადად მორთული იყო ფაიფურის სათამაშოებით და სანთლებით. ეს ტრადიცია გავრცელდა შემდეგ ამერიკაში, რაც მე-20 საუკუნეში შუშის სათამაშოებმა და დეკორატიულმა ელექტროგანათებამ შეცვალა. ამ უნიკალური გამოგონების ავტორი კი ჩვენი თანამემამულე, აშშ-ში მცხოვრები ქართველი მეწარმე გრიგოლ კობახიძე იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.

ძნელია ისეთი დიდი ქვეყნის გაოცება, როგორიც ამერიკაა, მაგრამ ჯორჯ კობიმ ეს შეძლო და თავისი უნიკალური გამოგონებით გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო ინდუსტრიაში. მის გამოგონებაზე წერდა გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკული პრესა. სარეკლამო ფურცლები აჭრელებული იყო ჯორჯ კობის პროდუქციით, იგი არაერთხელ დასახელდა ამერიკელ გამომგონებელთა ათეულში.

ჯორჯ კობის გამოგონება იყო ქიმიური სითხით სავსე ელექტრონათურები. ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბურთები მოძრაობას იწყებდნენ, რაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება კი 1964 წლიდან დაიწყო. ჯორჯ კობიმ მის მიერ შექმნილ სიახლეს – ნაძვის ხის ფერად სათამაშოებს “ორნამენტი” დაარქვა. ქართული დროშის ფერის, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ სხვადასხვა ფორმის ორიგინალურ სათამაშოებს, ასევე, ხის კენწეროს მოსართავს ინგლისურად ეწერა: “კობი. საშობაო ხის ორნამენტები – კობი, ეს შობაა”. ასე შეიცვალა ამერიკელების საშობაო ნაძვის ხე ნამდვილი სანთლებიდან ელექტრონული ნათურებითა და შუშის სათამაშოებით, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ამერიკაში

Share48Pin5Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე
ბრენდები

Winter Fair 2019

დეკემბერი 1, 2019
29 ნოემბერი - გრანდიოზული შენაძენების დღე!
გართობა

29 ნოემბერი – გრანდიოზული შენაძენების დღე!

ნოემბერი 29, 2019
შემდეგი სტატია
ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე

ირინა შეიკის იდეალური საშოპინგო დილა

კომენტარები:

TOP სიახლეები

ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
ძველად საახალწლო ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდნენ.. მისი მორთვის ცვილებები ათასწლეულის მანძილზე
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login