Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დიეტა ორსულებისთვის – მენიუ ტრიმესტრების მიხედვით

ChicBebe ავტორი: ChicBebe
იანვარი 4, 2019
კატეგორია: ორსულობა, ჯანმრთელობა
დიეტა ორსულებისთვის – მენიუ ტრიმესტრების მიხედვით
106
გაზიარება
1.3k
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

მთავარი წესია: ორსულობის პერიოდში კვება უნდა იყოს საკმარისი და არა ზედმეტი. უნდა ჭამოთ არა ორის მაგივრად, არამედ ორისთვის. მომავალი დედის ენერგეტიკული და საკვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისია, რაციონის კალორიულობა გაზარდოთ მაქსიმუმ 20 პროცენტით, საშუალოდ კი ის არ უნდა აღემატებოდეს 2 500 კილოკალორიას – ორსულობის პირველ ნახევარში და 2 900 კილოკალორიას – მეორე ნახევარში. არ დაგავიწყდეთ წონის კონტროლი, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევარში. არ არის რეკომენდებული წონაში კვირაში 300-350 გრამზე მეტის მომატება, თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. გამხდარ ორსულებს შეუძლიათ, ჯამში 14 კილოგრამი მოიმატონ; ნორმალური წონის ორსულებს – 10-12 კილოგრამი, ხოლო ჭარბწონიანებს – 7-9 კილოგრამი. ძალიან მნიშვნელოვანია კვების ჯერადობა  და რეჟიმი: უნდა მიირთვათ მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ, 2-3-საათიანი შუალედებით.


ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიტამინებია: ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), ვიტამინი B12 და თუთია. B9-ს შეიცავს: ღვიძლი, ოსპი, ისპანახი, პარკოსნები. მაგრამ, ორგანიზმისთვის ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობის მიწოდება მხოლოდ პროდუქტებით შეუძლებელია, ამიტომ ეს ნივთიერება დამატებით უნდა მიიღოთ. ექიმთან შეთანხმებით დაადგინეთ დოზები – დღეში 400-დან 800 მილიგრამამდე.
B12 ვიტამინს შეიცავს: ხორცი, კვერცხის გული, რძის პროდუქტები; თუთიას – ზღვის პროდუქტები, გაღივებული მარცვლეული.
მეორე ტრიმესტრში ნაყოფი აქტიურად იზრდება და იმატებს წონაში. ფუნქციონირებას იწყებს მისი საკუთარი ორგანოები. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინერალებია კალციუმი და რკინა. ორსულის ორგანიზმმა დღეში უნდა მიიღოს მინიმუმ 1 200-1 500 მილიგრამი კალციუმი, რომელსაც ჭარბად შეიცავს: ყველი, ხაჭო, მწვანე ბოსტნეული. იმისათვის, რომ კალციუმი სრულყოფილად აითვისოს ორგანიზმმა, აუცილებელია მისი ორი „მეწყვილის“ თანამონაწილეობა. ესენია მაგნიუმი და ფოსფორი (ხორცი, თევზი, კვერცხი, პური, ახალი ბოსტნეული; რკინის წყაროა ხბოსა და ინდაურის ხორცი).
მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობას. სრულყოფილ ცილებს („სამშენებლო მასალას“ მზარდი ნაყოფისთვის) შეიცავს უცხიმო რძის პროდუქტები. ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ: 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი; ხშირად მიირთვით თევზი. „სწორ ნახშირწყლებს“ შეიცავს საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები (ხორბლის პური, ბურღულეული).
ყურადღებით გაეცანით ჩვენს რჩევებს, ზუსტად შეასრულეთ ისინი და თქვენი ორსულობა უპრობლემოდ ჩაივლის.

Share51Pin8Send

Related Posts

არდის დაზღვეულებისთვის შიკ ბებეს წამყვან მაღაზიებში სპეციალური აქცია ამოქმედდა
საბავშვო პროდუქცია

არდის დაზღვეულებისთვის შიკ ბებეს წამყვან მაღაზიებში სპეციალური აქცია ამოქმედდა

ნოემბერი 20, 2019
უჭკვიანესმა პატარა ბლოგერმა ნიაკო ნოზაძემ CAM ში ყველაფერი საკუთარ შვილზე დატესტა...
საბავშვო პროდუქცია

უჭკვიანესმა პატარა ბლოგერმა ნიაკო ნოზაძემ CAM ში ყველაფერი საკუთარ შვილზე დატესტა…

ნოემბერი 7, 2019
`
ჯანმრთელობა

იხილეთ ბავშვის უსაფრთხოებაზე, იტალიის წითელი ჯვრის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება…

ოქტომბერი 30, 2019
შემდეგი სტატია
როგორ ვკვებოთ ბავშვი, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?

როგორ ვკვებოთ ბავშვი, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?

კომენტარები:

TOP სიახლეები

დიეტა ორსულებისთვის – მენიუ ტრიმესტრების მიხედვით
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
დიეტა ორსულებისთვის – მენიუ ტრიმესტრების მიხედვით
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login