Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

“CRISPR ტყუპებს” შესაძლოა გაძლიერებული ტვინები ჰქონდეთ

ChicBebe ავტორი: ChicBebe
თებერვალი 24, 2019
კატეგორია: ახალშობილები, გართობა
"CRISPR ტყუპებს" შესაძლოა გაძლიერებული ტვინები ჰქონდეთ
14
გაზიარება
191
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ საკამათო ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც მეცნიერმა CRISPR-ით ბავშვები აივ-ინფექციის მიმართ რეზისტენტული გახადა, შესაძლოა ბავშვების გონებრივი შესაძლებლობებიც გაეუმჯობესებინა.

ლულუ და ნანა ტყუპები არიან, რომლებსაც დაბადებამდე ჩინელმა მეცნიერებმა CRISPR-ის საშუალებით გენების მოდიფიცირების პროცედურა ჩაუტარდათ. პროცედურის მიზანი ის იყო, რომ ტყუპები აივ-ინფექციის მიმართ, რომლის მატარებლებიც მათი მშობლები იყვნენ, რეზისტენტულები გამხდარიყვნენ.

ექსპერიმენტის ფარგლებში ჩინელმა მეცნიერებმა ტყუპებს გენი CCR5 წაუშალეს. ახლახან გამოქვეყნებული კვლევით კი ირკვევა, რომ ამ გენის არარსებობა თაგვებში არამხოლოდ უფრო გაძლიერებულ გონებრივ შესაძლებლობებთან, არამედ ადამიანებში ინსულტის შემდეგ დაჩქარებულ გამოჯანმრთელებასა და სკოლაში უკეთეს აკადემიურ მოსწრებასთან არის კავშირში.

“ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ დადებითია, ჩატარებული პროცედურა გავლენას მათ გონებრივ შესაძლებობებზეც მოახდენდა. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, წაშლილ გენს მათ კოგნიტურ შესაძლებლობაზე გავლენა ექნება”, – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ალჩინო ჯ. სილვა, რომლის ლაბორატორიაშიც აღმოაჩინეს, რომ CCR5 როლს მეხსიერებასა და ტვინში ახალი კავშირების წარმოქმნაშიც თამაშობს.

სილვა აცხადებს, რომ ამ ცვლილებებს ტყუპების კოგნიტურ შესაძლებლობებზე გავლენა ექნება, თუმცა, წინასწარ იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს შეცვლილი გენები მათ ტვინზე, შეუძლებელია და მისი თქმით სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც მსგავსი ექსპერიმენტები არ უნდა ჩატარდეს.

ჩინელი მეცნიერების გუნდმა, ჰი ძიანკუის ხელმძღვანელობით, ნოემბერში განაცხადა, რომ მათ ტყუპი გოგოების დნმ-ის მოდიფიცირება მოახდინეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამჟამად ჩინეთში აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. გენმოდიფიცირებული ბავშვების დაბადებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა CRISPR-ის გამოყენებით უფრო ჭკვიანი და ძლიერი ადამიანების შექმნა.

ამჟამად არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჰი ძიანკუის ლულუსა და ნანას ტვინზე გავლენის მოხდენა უნდოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის მაღალ და ამბიციურ წარმოდგენებს აივ-ინფექციისგან თავისუფალ მომავალზე, არ არის გამორიცხული, რომ მას სამიზნედ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაც ჰქონდეს. MIT Tech Review-ს მიერ შეგროვებული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ძიანკუის ტვინზე CCR5-ის შესაძლო გავლენის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

“შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომავალში გენეტიკური მოიდიფიკაციებით ადამიანის საშუალო IQ-ს გაზრდას შევძლებთ? ამ კითხვაზე უარის თქმას ვერ შევძლებ. თაგვებში ჩატარებული ცდები მიუთითებს, რომ პასუხი შესაძლოა დადებითი იყოს. თუმცა, თაგვები ადამიანები არ არიან. ჯერჯერობით ბოლომდე არ გვესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ექსპერიმენტებს. ჩვენ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ”, – აცხადებს სილვა.

Share6Pin1Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
ახალშობილები

სეზონური ლიკვიდაცია ,,შიკ ბებე”ში დაიწყო

თებერვალი 19, 2020
ნიცა ირჩევს Cam -ს...
ახალშობილები

ნიცა ირჩევს Cam -ს…

დეკემბერი 3, 2019
შემდეგი სტატია
"არასოდეს მიფიქრია შენთვის წერილის მოწერა, მიჭირდა, რადგან წერილი უფრო მეტ სითბოს ინახავს" -შიკ ბებეს კონკურსში გზავნილი დედას..

"არასოდეს მიფიქრია შენთვის წერილის მოწერა, მიჭირდა, რადგან წერილი უფრო მეტ სითბოს ინახავს" -შიკ ბებეს კონკურსში გზავნილი დედას..

კომენტარები:

TOP სიახლეები

"CRISPR ტყუპებს" შესაძლოა გაძლიერებული ტვინები ჰქონდეთ
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
"CRISPR ტყუპებს" შესაძლოა გაძლიერებული ტვინები ჰქონდეთ
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login