ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ბავშვთან ფიზიკური კონტაქტი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.
კვლევა, რომელიც ოჰაიოს შტატის ნაციონალურ ბავშვთა კლინიკაში ჩატარდა, 125 ბავშვი მონაწილეობდა და დადასტურდა, რომ რაც უფრო ხშირად ეხვევა მშობელი, მით უფრო სწრაფად ვითარდება ბავშვი გონებრივად.
“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დღენაკლულ პატარებს სხვებზე მეტად სჭირდებათ მოფერება და მზრუნველობა, რათა ზუსტად იგივე განიცადონ, რასაც მუცლად ყოფნისას გრძნობდნენ და სწრაფად შეძლონ უცხო გარემოსთან ადაპტირება”, – აღნიშნა კვლევის ინიციატორმა ნატალი მეტრმა და ყველა მშობელს ბავშვების ხშირი ჩახუტებისკენ მოუწოდა.
კომენტარები: