შიკ ბებემ დედის დღესთან დაკავშირებით კონკურსი დაიწყო.
კონკურსის ფარგლებში, პოსტის კომენტარში უნდა მიწეროთ დედაზე რაიმე, ორიგინალური, გულწრფელი, საინტერესო. გამოაგზავნოთ ფოტო, თქვენი ან შვილ(ებ)თან ერთად. გამარჯვებულებისთვის საჩუქრად ბრიტანული მსოფლიო ბრენდი – დელფი კოსმეტიკის ვაუჩერები და კოსმეტიკა გახლავთ.
კონკურსი მოქმედებს ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისთვის. მთავარია გულით მიუძღვნათ..
თაკო უხურგუნაშვილის წერილი დედას…
დე, მიიღე ეს, როგორც ზღვარგადასული სიყვარული შენდამი… მადლობა სიცოცხლისთვის … რომ იცოდე რა თბილია შენთან ჩახუტება … ახლა ვფიქრობ და მეღიმება.. 7 წელი ელოდი ჩემს დაბადებას… რომ მცოდნოდა ასეთი ბედნიერება მელოდა შენი სახით, ალბათ, ამდენს არ გალოდინებდი … არჩევანი რომ მქონოდა, ოჯახი ამერჩია, ზუსტად ვიცი, რომ შენ აგირჩევდი, რადგან სამყაროში ვერავინ შეძლებდა, ჩემთვის დედობის უკეთ გაწევას. მახსოვს როგორ მიყვებოდი რომ სულ ნატრობდი გაზაფხულის მზესავით თბილ, ზაფხულის ზღვასავით ლურჯთვალება, შემოდგომასავით ოქროსთმიან და ზამთარივით თეთრ, ბამბისქულა გოგოს, რომელსაც წინასწარი იცოდი რომ თამარი უნდა რქმეოდა…
დე, შენი სიყვარული უსაზღვროა… შენ დახატე მზე, მთვარე, შენ შექმენი ღამე და გამითენე დღე. დე, შენ აცისკროვნებ ჩემს სამყაროს და თუ მკითხავ რა მაქვს ოცნებად გეტყვი რომ მინდა ჩემი პატარა, ცისფერთვალება და ქერათმიანი გოგოსთვის ისეთივე დედის იდეალი ვიყო, როგორიც შენ ხარ ჩემთვის.
კომენტარები: