Header
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Menu
  • შესვლა/რეგისტრაცია
  • ჩემი გვერდი
    • პროფილის რედაქტირება
    • გამოსვლა
  • პოსტის დამატება
  • ჩემი სტატიები
  • ფასდაკლებები
Search
Close

CHIC BEBE FACEBOOK

  • Chic Bebe Magazine
  • Chic Bebe
  • Chic Bebe Home
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
  • Quinny Georgia
  • Maxi-cosi Georgia

Chic Bebe Instagram

  • Chic Bebe Barcelona
  • Cam Georgia
  • Mima Georgia
Youtube
Header
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ორსულობა
  • ახალშობილები
  • ჯანმრთელობა
  • გართობა
  • მოდა
  • ბავშვები
  • ინტერვიუ
  • ცნობილები
  • შოპინგი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

“არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა” გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს…

ChicBebe ავტორი: ChicBebe
აპრილი 24, 2019
კატეგორია: ინტერვიუ, ცნობილები
"არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა" გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს...
13
გაზიარება
179
ნახვა
Share on FacebookPinterestEmail

“აჩუქე წიგნი” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით საქართველოში ჩაეყარა საფუძველი, ერთ ძალიან ძვირფას და თანაც ძალიან იაფ ტრადიციას- წიგნის ჩუქების დღეს.

გუშინ #აჩუქე წიგნი-ს კამპანიაში ყველა მოქალაქე, ბიზნესი აქტიურად იყო ჩართული… chicbebemagazine გთავაზობთ ინტერვიუს ბ-ნ გიორგი კეკელიძესთან. რა წავუკითხოთ ბავშვებს და როგორ შევაყვაროთ კითხვა? ეროვნული ბიბლიოთეკის და ცნობილი მწერლის რჩევები.

_როგორი ბავშვი იყავით?

აი, ერთი მაგალითი: პირველად ბებიაჩემის მოსწავლე მიყვარდა. სახელად თეონა. გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა: მე ხუთი წლის ვიყავი, ის _ მერვეკლასელი. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა „ესე საქმე დამალული“. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა, არ ვიცი _ ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა), მითხრა, მე „შავი ბიჭები“ მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში“ დაუბანლობას გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი, როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს. ეს ბებიაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი გახლდათ და, ამასთან, ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე.

_რა წვლილი აქვს მშობელს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში ,თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მშობელი?

ძალიან დიდი. ბავშვი საწყის ეტაპზე ოჯახში ყალიბდება, ადამიანი კი ბაძვის არსებაა წიგნი ყველას ვერ ეყვარება, მაგრამ სიყვარულის მიღმა, ჩვენ მისი მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ და ამიტომ ვკითხულობდეთ. წიგნი ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც .

–როგორ შევაყვაროთ პატარებს კითხვა? _ბავშვებს ძალიან უყვართ თქვენი საბავშვო ლიტერატურა .. რისი წერა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

თომას ზღაპრებმა ძალიან დამაახლოვა პატარებს. უკვე არაერთ სკოლაში ვასწავლი და ხშირად დავდივარ საბავშვო ბაღებში. ამ აზრით ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე მართლა მათთვის წერაა.

"არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა" გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს...

_ თქვენს ინიციატივას, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყველა აქტიურად შეუერთდა, როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ ეს სიყვარული და აღიარება?

არ მგონია რომ ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ალბათ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა.

Share5Pin1Send

Related Posts

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.
ბრენდები

რომელი ეტლია 2020 წელს ყველაზე მოდური, რას გვეუბნება ინსტაგრამი.

მარტი 9, 2020
თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს...
ინტერვიუ

თუ სიყვარულის ნიჭი არ გვაქვს , ვერც პატარას გაზრდი, ვერც საქმეს გააქეთებ სრულფასოვნად და ვერც იმ ძალას იგრძნობ რაც ფრთებს გვასხავს და გვალამაზებს…

დეკემბერი 5, 2019
"არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა" გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს...
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019
შემდეგი სტატია
“შიკ ბებეს აუთლეტი“ სხვადასხვა ბრენდების მოთხოვნადი სამოსი, ახალი კოლექციებით განახლდა...

“შიკ ბებეს აუთლეტი“ სხვადასხვა ბრენდების მოთხოვნადი სამოსი, ახალი კოლექციებით განახლდა...

კომენტარები:

TOP სიახლეები

"არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა" გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს...
ახალშობილები

პოპულარული სახელები – ბიჭის და გოგოს

სექტემბერი 26, 2018
პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული "ბავშვთა სახლის” და "მოხუცებულთა თავშესაფრის”  ასაშენებლად..
საბავშვო პროდუქცია

პატრიარქმა მიწა გამოყო გაერთიანებული “ბავშვთა სახლის” და “მოხუცებულთა თავშესაფრის” ასაშენებლად..

დეკემბერი 3, 2018
ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა...
ორსულობა

ბლოგერების, იკა ნათიას სქესის გაგების ცერემონიაზე მოულოდნელობები მოხდა…

მაისი 10, 2019
"არ მგონია ამდენ ადამიანს ვუყვარდე, უბრალოდ ხალხს პოზიტიური ამბები მოენატრა" გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს...
გართობა

“ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველა გაყიდულია?” ჟოზეს მომღერალი სათამაშოს ირგვლივ ხმაურია. ინტერვიუ გიორგი მარშანიასთან

ნოემბერი 25, 2019

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ განახლებადი ინფორმაცია ახალი სტატიებისა და თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ
Facebook
Twitter
Google-plus
Pinterest
© 2020. ყველა უფლება დაცულია.
Created by
Vasco
  • შესვლა
  • რეგისტრაცია

პაროლი დაგავიწყდა?

Lost your password? Please enter your email address. You will receive mail with link to set new password.

Back to login