CAM Georgia-მ ყოველწლიურ წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც აქტიურად მართავს საქართველოს ქალთა ასოციაცია (IWA) იტალიის საელჩოსთან ერთად. ღონისძიება უკვე მეოცედ ჩატარდა და ამ ჯერად განახლებული სასტუმრო Sheraton Grand Metechi Palace მასპინძლობდა.
CAM Georgia-მ, როგორც იტალიურმა ბრენდმა, კიდევ ერთხელ შეიტანა თავისი წვლილი ქველმოქმედებაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქტი, Combo-ს ქარსითი იტალიის საელჩოს თანამშრომელმა თავად შეიძინა.

წლევანდელი ღონისძიების მთავარ თემას „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“ წარმოადგენდა.
CAM Georgia მომდევნო წლებშიც აქტიურად ჩაერთვება ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში რათა მონაწილეობა მიიღოს კეთილი საქმის კეთებაში.
კომენტარები: